aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ტოტალური ზეწოლის ფონზე ჩაიარა გუშინდელმა არჩვნებმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილ არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

“მე ნამდვილად ვერ დავიწყებ ენის მოჩლექვით საუბარს ხელისუფლების მიმართ რომ მე მეორე ადგილი დამიწერონ, ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ ვთვლი, ის პოლიტიკური ვაჭრობა, რომელიც ახლაა დაწყებული ამ ადგილების გადანაწილებასთან დაკავშირებით, საერთოდ უღირსია და არ ვაპირებ საერთოდ ამ პოლიტიკურ ვაჭრობაში შესვლას.

ამ წუთებშიც კი მიმდინარეობს ოქმების გადასწორება კანონის მიხედვით, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიიღო ხელისუფლებამ. ამ წუთებშიც დაბარებულები არიან კომისიის წევრები და უკვე შეჯამებული ოქმების გადასწორება მიმდინარეობს, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მიუახლოოს ის შედეგი, რომელიც ცესკოს აქვს გამოქვეყნებული. ბუნებრივია ამ ტოტალური ზეწოლის ფონზე ჩაიარა გუშინდელმა არჩვნებმა.

მე როდესაც გადაწყვეტილება მივიღე და 3 თვის წინ განცხადება გავაკეთე პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით, იქ აღვნიშნე რომ მივდიოდი პოლიტიკაში უსამართლობასთან საბრძოლველად, გუშინდელმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ყველა რამდენად დიდი უსამართლობასთან გვაქვს საქმე, ამიტომ დღევანდელი დღიდან მაქვს გაათმაგებული მოტივაცია რომ სწორედ ამ უსამართლობას ვებრძოლო. ეს ბრძოლა არ დასრულებულა, პირიქით ბრძოლა დღიდან იწყება და ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებამდე მიგვიყვანს”, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს ამდრომდე გამოქვეყნებული მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 811 682 (55.66 %);

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 248 615 (17.05 %);

„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 153 264(10.51 %);

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 95 212(6.53 %);

იტვირთბა....