aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უგულავა სალომე ზურაბიშვილზე: “ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს”- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა საქართველოსთვის ნელი მოქმედების ნაღმია.

„ჯანდაბას თქვენი თავი და ტანიო – ეს არ ეწერა სალომეს სუფლიორზე, მაგრამ რაც იგულისხმა ეგაა.
მნიშვნელობა არ აქვს რას დაუწერენ პიარშიკები. ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სლოგანია – საქართველომ დაიწყო ომი. რეალურად ასეც ფიქრობს. 2007 წელს საქართველოს დააბრალა ქართული სოფლის წითელუბნის დაბომბვა, იმეორებს რუსულ ნარატივს – მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე. ამ ქალის პრეზიდენტობა არის ნელი მოქმედების ნაღმი საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტში ჩადებული. დღეს ის წუწუნებდა – მედიას და ოპოზიციას აკრიტიკებდა. ჯერ სადაა, ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ, რომ მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოეთიშოს საპრეზიდენტო არჩევნებს. ჯოჯოხეთი!“, – წერს გიგი უგულავა „ფეისბუქზე”.

იტვირთბა....