aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო სასამართლო დააკმაყოფილებს ქვეყანისა და ოჯახის მოთხოვნას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყანასაც და ოჯახსაც.

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლი გუბერნატორის წარდგენის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოზე განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით.

„ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, იცით რომ, ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო სასამართლოს, გვაქვს ყველა საჭირო დოკუმენტური მტკიცებულება იმისთვის, რომ მიგვემართა ამ სასამართლოსთვის და ამიტომაც მივმართეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, ისეთს, რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყანასაც და ოჯახსაც,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ

იტვირთბა....