aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სუს-მა ახმეტაში კიდევ ერთი ტერორიზმში ბრალდებული ზურაბ იდოიძე დააკავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს ახმეტაში  საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავეს. სოფელ ომალოში მის  სახლში ჩხრეკა ჩატარდა. განცხადება ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა.

“გამოძიების ამ ეტაპზე  დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ახმედ ჩატაევი და  მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან  მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად  17 დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”- ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სუს-მა გამოაქვეყნა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. კადრში ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებულ სხვა წევრებთან. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ვიდეო-კადრები თუ როგორ გადაადგილდებიან თემირლან მაჩალიკაშვილი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული შოაიფ ბორზაევი და ასლანბეგ შოლტახმადოვი. აღნიშნული კადრები დღეს გასაჯაროვდა.”- აცხადებენ სუს-ში..

იტვირთბა....