aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

სუბელიანი: “წულუკიანს სიძულვილი ამოძრავებს, ისეთები იკადრა, მისგანაც გამიკვირდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამოქალაქო აქტივისტი ანი სუბელიანი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის განცხადებას გამოეხმაურა.

“ერთადერთი, რაც ამ ქალს ამოძრავებს, არის სიძულვილი! იმაზე ქვემოთ დაეშვა, ვიდრე ვინმეს შეიძლება წარმოედგინა. მისგანაც რომ გამიკვირდა, ისეთები იკადრა!

მემორიალზე აპელირება არის ყოვლად სამარცხვინო საქციელი, განსაკუთრებით იმ რეალობაში, როცა ამ დაგეგმილად აგორებული ზიზღის საფუძველზე, მე და ჩემს შვილს გვემუქრებიან, სახელმწიფო უნდა გვიცავდეს, ერთი პირიც არ დასჯილა დღემდე ამ მუქარებისთვის და იუსტიციის მინისტრი ამ დროს ცდილობს თავი დაიძვრინოს ჩემ მიმართ სიძლვილის გაღვივებით.

სამარცხვინო ტყუილია ის, რომ თითქოს ჩვენ ფულზე ვვაჭრობდით. არის ოფიციალური დოკუმენტები, სადაც ასახულია, თუ რა შევთავაზეთ ჩვენს მოვალე მხარეს. მაშინ როდესაც მათ პირდაპირ უარი განგვიცხადეს აღდგენაზე, ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე ალტერნატივა, რომელთაგან ერთ-ერთის შესრულებაზეც თანახმანი ვიყავით. ესენი იყო: 1. აღდგენა სხვა ტოლფას თანამდებობაზე; 2. აღუდგენლობის კომპენსაცია; 3. ოფიციალური ბოდიში და აღიარება, რომ სამინისტროს მხრიდან დაირღვა ჩვენი უფლებები.

ჩვენ თანახმანი ვიყავით ბოდიშის სანაცვლოდ დაგვეთმო თანამდებობებზე აღდგენა! და ეს თავხედი ქალი ბედავს და ფულზე ვაჭრობას გვაბრალებს. ყველაფერი დოკუმენტირებულია სხვათაშორის.

თეა, ვიცი, რომ რთული ასატანია შენგან ჩემი ყურება. ვიცი, რომ გძაგს, რომ მხედავ ბედნიერს, მრავალმხრივ რეალიზებულს, შესაშურად საინტერესო ცხოვრებით. გძაგს იმის ყურება, როგორ ვუყვარვარ უამრავ ადამიანს. გძაგს ჩემი საქმიანობით მადლიერი ადამიანების ყურება. გძაგს მებრძოლს და მაინც გაღიმებულს და მომღერალ-მოცეკვავეს რო მხედავ.

ჩვენს შორის განსხვავება ისაა, რომ შენ სიძულვილით იკვებები, მე თავისუფლებით და სიყვარულით. შენც კი არ მძულხარ, მეცოდები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ პასუხი აგო იმ მავნებლობებზე, რასაც ყოველდღიურად ჩადიხარ. უბრალოდ იმიტომ, რომ სხვამ იგივე ვეღარასდროს გაბედოს”, – წერს სოციალურ ქსელში სუბელიანი.

იტვირთბა....