aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სიკვდილის ბრიგადები “ქართულ ოცნებასაც” ჰყავს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერს, კახა კუკავას მიაჩნია, რომ “ქართული ოცნება” „ნაციონალურ მოძრაობად“ გადაიქცა და გელა ხვედელიძის ცემის ბრძანებაც ხელისუფლებამ გასცა. ინტერვიუს კახა კუკავასთან გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს.

“ეს ფაქტი იმას ადასტურებს, რომ ქვეყანაში ისევ არსებობენ სიკვდილის ბრიგადები. სააკაშვილის დროს სიკვდილის ბრიგადებზე ვესაუბრებოდით ყველა უცხოელ სტუმარს.

“თავისუფალ საქართველოში” ახლა ისეთივე საქაღალდის შექმნაზე ვმუშაობთ, როგორიც სააკაშვილის რეჟიმის დროს გვქონდა შექმნილი. ქვეყანაში უკვე დაგროვდა იმ ტიპის დარღვევები, რომლებსაც არ აქვთ გამონაკლისი ხასიათი.

ადრე იყო ასეთი დამოკიდებულება – ამ ხელისუფლებასაც აქვს ხარვეზი, მაგრამ ნაციონალებს ვერ შევადარებთ. ჩემთვის ხვედელიძის ცემის ფაქტი იყო ის წითელი მიჯნა, რომლის იქითაც ეს 2 რეჟიმი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება.

წინა რეჟიმის დროს მე გახლდით ვალერი გელაშვილის ერთ-ერთი დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში. კარგად ვიცი მისი საქმე და ხვედელიძის ამბავმა ეს ყველაფერი გამახსენა. ყველაფერი მეორდება. უბრალოდ, მაშინ სააკაშვილმა კოდუას უბრძანა გელაშვილისთვის ცხვირ-პირის დამტვრევა. ახლა ასეთი ბრძანება ივანიშვილმა გასცა. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს გეგმის გადაჭარბებით შესრულებასთან.

ხვედელიძე და გელაშვილი, ორივე მყარი აგებულების ხალხია, თორემ მსგავსი დაზიანებებით სხვა ადამიანი ცოცხალი არ გადარჩებოდა. საქართველოში დღეს ისევ გვყავს სიკვდილის ბრიგადები, არაფორმალური დაჯგუფებები, რომლებიც ხელისუფლების უკანონო ბრძანებებს ასრულებენ.

“ქართული ოცნება” ნაციონალურ მოძრაობად გადაიქცა. თუ მათ დროს ზურაბ ჟვანია დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში, ამათ დროს ასეთივე გაურკვეველ ვითარებაში მოკვდა ეროსი კიწმარიშვილი. ხვედელიძის ამბავი კი გელაშვილის საქმის განმეორებაა. მოსმენების არსებობას ირაკლი კობახიძეც ადასტურებს, – განუცხადა „ახალ თაობას“ კახა კუკავამ.

იტვირთბა....