aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

სესხების გაცემა იზღუდება: ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რეგულაციებს უწესებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რეგულაციებს უწესებს. იზღუდება სესხის გაცემა და ეს მას შემდეგ მოხდება, როცა ბანკები გადამხდელუნარიანობისსრულფასოვან ანალიზს ჩაატარებენ.
მაგალითად თუ მოქალაქეს ბინის შეძენა სურს, ბანკი მას თანხის 50%-ზე მეტს ვეღარ მისცემს, იქამდე ვიდრე არ დაადგენს, რამდენად აქვს შესაძლებლობა დაინტერესებულ პირს ყოველთვიური თანხის გადახდის.
სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ რეგულაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მომზადდა, რადგან ბანკები ისედაც ამოწმებენ კლიენტის ფინანსურ მდგომარეობას.
მათი თქმით, რეგულაციები პრობლემებს იმ მოქალაქეებს შეუქმნის, რომლებსაც შემოსავალი აქვთ, თუმცა მის ოფიციალურ დადასტურებას ვერ ახერხებენ.

„ამ ცვლილებებით უფრო გართულდება თვითდასაქმებული ადამიანებისთვის სესხის მიცემა, როგორებიც არიან ძიძები, ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები ან პროფილაქტიკის ხელოსნები, რომლებსაც აქვთ რეალური შემოსავალი, თუმცა ამის დადასტურება ხშირად უჭირთ. აქამდე ბანკი რა თქმა უნდა სწავლობდა ამ ადამიანების ფინანსურ შემოსავლებს და საკრედიტო ისტორიებს, მაგრამ როგორც წესი უფრო მარტივად უმტკიცებდა განვადების ტიპის სესხებს,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ.

იტვირთბა....