aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სახალხო დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო შესაძლოა დააკავონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დეპუტატ  ნადეჟდა სავჩენკოსთვის უმაღლესი რადას რეგლამენტის კომიტეტმა ხელშეკრულების გაუქმებისა და მის დაკავებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას სააგენტო LB.ua ავრცელებს.

გადაწყვეტილებას კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომიტეტის სხდომას თავად ნადეჟდა სავჩენკო და უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო ესწრებოდნენ. სხდომა ლუცენკოსა და სავჩენკოს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

სავჩენკოსთვის იმუნიტეტის გაუქმებისა და დაკავების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უმაღლესმა რადამ უნდა მიიღოს. შესაბამისი საკითხის განხილვა დღესვეა დაგეგმილი.

15 მარტს იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკო უკრიანის პარლამენტში ტერაქტს გეგმავდა. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რადას სავჩენკოსთვის ხელშეუხებლობის გაუქმების თხოვნით მიმართა.

მოგვიანებით, სავჩენკომ განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკოს გარემოცვა მის ლიკვიდაციას გეგმავდა, ამისთვის კი პროვოკაციას ამზადებდა. რეგლამენტის კომიტეტზე გამოსვლისას მან სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იარაღის ტრანსპორტირება დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ამას პროვოკაციის მიზნით აკეთებდა. სავჩენკოს მტკიცებით, ის ტერაქტების ორგანიზების შესახებ მოლაპარაკებებს ხელისუფლებისთვის კვალის ასარევად აწარმოებდა.

უკრიანული მედიის ინფორმაციით, სავჩენკო ოფიცერ ვლადიმერ რუბანის საქმის ფიგურანტია. რუბანი დონეცკის ოლქიდან, სეპარატისტების მეირ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იარღის ტრანსპორტირების დროს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, რუბანი უკრიანის პრეზიდენტზე პეტრო პოროშენკოზე, ასევე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებზე თავდასხმას გეგმავდა. რუბანი მაისამდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

იტვირთბა....