aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასტუმრო „ლეო გრანდის“ ხანძრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასტუმრო „ლეო გრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2 პირი დააკავეს. დაკავებულები ბათუმში აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი და იმავე პოზიციაზე მომუშავე 1978 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეა, გ.მ.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითავლისწინებს.

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით, სასტუმრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა და შენობა ავტომატური კვამლმაუწყებელი მოწყობილობით აღჭურვილი არ იყო.

„2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

გამოძიებამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების პასუხების შედეგად, დაადგინა, რომ სასტუმრო „ლეო გრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. კერძოდ, შენობა აღჭურვილი არ იყო გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაციით, ასევე, უზრუნველყოფილი არ იყო ხანძრის დროს კვამლის მოცილებისთვის საჭირო ავარიული კვამლსაწინაღმდეგო ვენტილაციის პროექტირებით, რათა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, შენობის სხვა სათავსებიდან შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანების ევაკუაცია. მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ინახებოდა წვადი, ადვილადაალებადი ნივთიერებები, გამოყოფილი არ იყო თამბაქოს მოსაწევი ადგილები.
ამავე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში დამონტაჟებული არ იყო ავტომატური მოწყობილობა, რომელიც, ხანძრის შემთხვევაში, სავენტილაციო არხებში წვის პროდუქტების გაუვრცელებლობას უზრუნველყოფდა.“ – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

განცხადების თანახმად, სასტუმროს უსაფთხოების წესებზე პასუხისმგებელი სწორედ მენეჯერულ პოზიციებზე მომუშავე დაკავებული ორი პირია.

„გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებელი პირები სწორედ გ.მ. და ფ.ი. იყვნენ. მათ მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც, ძლიერი დაკვამლიანების გამო, CO-თი გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, სასტუმროს სხვადასხვა სართულზე მყოფმა 19-მა პირმა კი ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.“ – ნათქვამია განცხადებაში.

იმავე განცხადების თანახმად, სასტუმროში ხანძრამდე ჩატარდა შემოწმება, გამოვლინდა დარღვევები, რომლის გამოსასწორებლად პასუხისმგებელ პირებს ვადა დაუწესდათ. განმეორებითი შემოწმების შემდეგ კი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სასტუმრო დაჯარიმდა.

„გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
შეგახსენებთ, რომ ხანძრამდე სასტუმრო „ლეო გრანდში“ ჩატარდა გეგმიური შემოწმება, გამოვლინდა დარღვევები, რომელთა გამოსასწორებლად პასუხისმგებელ პირებს მიეცათ გონივრული ვადა. განმეორებითი შემოწმება სასტუმროში 2017 წლის 20 ივნისს განხორციელდა, რის შედეგადაც, „ლეო გრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაჯარიმდა.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ფაქტი ბოლო წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ხანძარია. პოლიციამ და მეხანძრე-მაშველებმა, უშუალოდ ხანძრის მომენტში, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებას, დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები, რათა დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – განაცხადა შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

იტვირთბა....