aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საერთაშორისო გამჭვირვალობა: არჩევნებმა მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებით, თბილისში ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ახალი პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის კონტროლს უკავშირდებოდა.

დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, რომელთაგან დაახლოებით 2/3 რეგისტრატორებთან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ უბნის შიგნით მოსული ამომრჩეველების აღრიცხვას უკავშირდებოდა. დამკვირვებლებმა დაწერეს 114 საჩივარი, რომელთაგან 106 სწორედ ამომრჩეველთა კანონშეუსაბამო ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

იტვირთბა....