aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 20 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათ 20 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინეს. მაღალი გამავლობის მანქანები ტყის ხანძრებისთვის არის განკუთვნილი და მისი მთავარი უპირატესობა მოძრაობაში ცეცხლის ქრობაა.

“პირველი ეტაპზე საქართველოში 6 სახანძრო მანქანა შემოვიდა, რამდენიმე კვირაში საქართველოს საზღვარს დამატებით 14 ახალი ტყის სახანძრო მანქანება გადმოკვეთს”- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ სამსახურმა მიიღო სახანძრო მანქანების პირველი ნაკადი.

“ისინი მთავრობის მიერ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დიდი შესყიდვის წესით შევიძინეთ. სულ შეძენილია 40-მდე ავტომობილი, აქედან 20 არის ტყის სახანძრო ავტომობილი და რესურსი სრულად ფარავს იმ საჭიროებას, რაც გვაქვს ტყის ხანძრებთან დაკავშირებით. დამატებით შევიძინეთ ავტომობილები, რომელიც ასევე განკუთვნილია ხანძრებისთვის, როგორც წყლის გადასატანად, ასევე ადამიანების გადასაყვანად.

ნებისმიერი მასშტაბის ტყის ხანძრისთვის ვართ მზად. დამატებით, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან წელს ცხრა სახანძრო ავტომობილს მივიღებთ, რომელიც ასევე გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს. ესაა ტექნიკის განახლების პირველი ეტაპი და მომავალი წლიდან უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს განახლების პროცესი. ავტომობილების შეძენას 13 მილიონი მოხმარდა“. – აცხადებს ხუციშვილი.

იტვირთბა....