aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სოციალური ქსელი

სააკაშვილი: “ყველა საფუძველი გაქვთ საიმისოდ, რომ საკუთარი თავით იამაყოთ. იამაყოთ, რომ სომხები ხართ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სარგსიანის გადადგომას ეხმაურება.

„მინდა, მივმართო ჩემს ძმებს და დებს სომხეთში. დღეს თქვენ ყველა საფუძველი გაქვთ საიმისოდ, რომ საკუთარი თავით იამაყოთ. იამაყოთ, რომ სომხები ხართ.

ამაყი ხალხი, რომელმაც შეძლო, მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ მას აქვს ღირსება და ნორმალურ, ადამიანურ პირობებში კორუფციის გარეშე სურს ცხოვრება. ისეთ პირობებში,  როდესაც სხვები არ კარნახობენ, როგორ მოაწყონ თავიანთი ცხოვრება.

დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სომხეთს დიდებული მომავალი აქვს. ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....