aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: მოვითხოვ, უკრაინის სასამართლომ გამასამართლოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტეკეომპანია NEWSONE-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის მზადაა უკრაინაში ჩასასვლელად და გასასამართლებლად.

სააკაშვილი ამბობს, რომ მას უსუსური ბრალდებები აქვს წაყენებული.

„ვემორჩილები უკრაინის კანონებს მაშინაც კი, როცა ამ კანონთა აღმასრულებლები სრული თაღლითები არიან. ჩამოვალ უკრაინაში ნებისმიერ დროს. მოვითხოვ, რომ საქმე განახლდეს. მოვითხოვ, გამასამართლოს უკრაინის სასამართლომ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ საკუთარ სიმართლეში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინიდან რამდენიმე ხნის წინ უკრაინიდან გააძევეს და ახლა ის ამსტერდამში იმყოფება.

იტვირთბა....