aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია: რუსული ტელეარხისთვის 1 მილიონის გადახდის შესახებ ინფორმაციით, უმრავლესობა უნდა დაინტერესდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას მოუწოდებს დაინტერესდეს იმ ინფორმაციით რომლის მიხედვითაც, სარეკლამო კამპანიის მიზნით, საქართველოს მთავრობა ტელეარხ „რასია 1“-სთვის 1მილიონი დოლარის გადახდას აპირებს. გიგა ბოკერიამ პასუხისმგებლობა ეკონომიკის მინისტრს დააკისრა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციამ ყველანარი სპეკულაციების გარეშე უნდა იმუშაოს.

”უმრავლესობა და კომიტეტი ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს. ჩვენ დიდი ხანია პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს ველით, რომელიც პასუხისმგებელია, ჩემი აზრით, ამ სკანდალურ გადაწყვეტილებაზე.

ამიტომ მოგიწოდებთ, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის გარეშე ვიმუშაოთ ერთად, რომ ეს საკითხი აღვკვეთოთ, რადგან ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ მომზადებული რეზოლუციის სულისკვეთებას, არამედ ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს“, – განაცხადა ბოკერიამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

იტვირთბა....