aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო

რუსეთში, შესაძლოა, BBC აკრძალონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთში, შესაძლოა, BBC აიკრძალოს – მაუწყებელს ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესი დაიწყო კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ, როსკომნადზორმა, რომლის მტკიცებითაც, ახალ ამბებში ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ციტატების გავრცელება არღვევს რუსეთის ანტი-ექსტრემისტულ კანონმდებლობას.

“ვაპირებთ, შევამოწმოთ, რამდენად შეესაბამება BBC-ს საიტები რუსულ კანონმდებლობას. აღმოვაჩინეთ მასალები, რომლებიც შეიცავს ტერორისტული ჯგუფის იდეოლოგიურ პრინციპებს”- განაცხადა მარეგულირებელმა.

როგორც BBC-ში განმარტავენ, მაუწყებლის საქმიანობა შეესაბამება ყველა ქვეყნის კანონმდებლობას და დასძენს, რომ ამ მოვლენების მაპროვოცირებელი გახდა ბრიტანული მარეგულირებლის მიერ 2018 წლის დეკემბერში რუსეთის სახელისუფლებო ტელეარხ RT-ის (Russia Today) კრიტიკა.

“ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, BBC რუსეთში მუშაობს ქვეყნის კანონების და რეგულაციებით დაცვით, რათა გაავრცელოს მიუკერძოებელი ახალი ამბები და ინფორმაცია თავის აუდიტორიას.”- აცხადებს BBC.

იტვირთბა....