aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთს სანქციების გამო 3 მილიარდის ზარალი მიადგა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დეპარტამენტში გამართილ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ რუსეთს სანქციების გამო, 3 მილიარდის ზარალი მიადგა.

ჰეზერ ნაუერტის თქმით, ეს გარკვეულწილად რუსეთის დასჯაა მისი ქმედებების გამო. შესაბამისად რუსეთი ნაკლებ ფინანსებს მიიღებს, რადგან ბევრმა ქვეყანამ, უარი თქვა რუსულ პროდუქციაზე, რაც ვაშინგტონში რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეში წარმატებად მიაჩნიათ.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ზოგიერთი სახეობის რუსული მასალებისა და სხვა რესურსების შესყიდვა შეწყვიტა. ვვარაუდობთ, რომ შევძელით, შეგვეჩერებინა სამი მილიარდი დოლარის ღირებულების შესყიდვები. ასეთი კონტრაქტების შეწყვეტა რეალურად სასჯელს წარმოადგენს“, – განაცხადა ნაუერტმა.

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ვაშინგტონის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მანამდე იარსებებს, სანამ რუსეთი პროვოკაციულ  ქმედებებს არ შეწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული გაფართოებული სანქციები 29  იანვარს ამოქმედდება.

იტვირთბა....