aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა ფუნქცია ექნება მესამე ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას

aviabiletebi
ავიაბილეთები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად დაინიშნა, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულების კოორდინაციას ჩაიბარებს, – მესამე ვიცე-პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა წამოიწყო.
„განათლება ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა და ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სრული ინფორმაცია. რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ფუნქცია მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დარჩება, როგორც არის აქამდე, თუმცა, სანდროსთან ერთად წარმართავს და განახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას. ეს პოლიტიკა გახდება პროაქტიური და ამ მიმართულებით იქნება ძალიან ბევრი ინიციატივა“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ალექსანდრე ჯეჯელავას ასევე ძალიან ბევრი საინტერესო იდეა აქვს ახალგაზრდობის პოლიტიკის კუთხითაც. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებას, ვიცე-პრემიერის რანგი გარკვეულწილად გააძლიერებს.
„ჩვენ გვეყოლება სამი ვიცე-პრემიერი. დიმიტრი ქუმსიშვილი არის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს; კახი კალაძეს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ პოლიტიკური ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს მომავალი რამდენიმე არჩევნების სახით; ალექსანდრე ჯეჯელავას ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და ალექსანდრე ჯეჯელავას წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

იტვირთბა....