aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა პირობებში ცხოვრობს კალაძის მიერ შეფარებული ძაღლი ტიფანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოცილურ ქსელში გავრცელდა ფოტოსურათები, რომელზეც კახი კალაძის ძაღლი ტიფანი მერიის ეზოს უკან, რკინის გალიით შემოსაზღვრულ სივრცეში ცხოვრობს.

სოციალური ქსელის მომხმაებლებისა და ცხოველთა დამცველების აზრით, ამგვარი მოპყრობა დაუშვებელია და ამასთან მიუთითებს თბილისის მერის არაგულწრფელობაზე. ისინი ფიქრობენ, რომ მერმა ძაღლი პიარისთვის გამოიყენა და ახლა ამგვარ პირობებში ჰყავს.

თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ ლომჯარიამ განუცხადა, რომ  ასეთ მდგომარეობაზე  ბევრი მიუსაფარი ცხოველი ან თუნდაც პატრონიანი ცხოველის მფლობელი იოცნებებდა. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

„რომ არა კახი, დღეს ტიფანი ცოცხალი არ იქნებოდა, რადგან მას ჰქონდა ჭირი. ბატონმა კახიმ წამოიყვანა თავშესაფრიდან განკურნა და გადაარჩინა” – განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ ძაღლი კახა კალაძემ მერიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან 13 თებერვალს წაიყვანა. თავდაპირველი ინფორმაციით,  ის მერიაში,მერის კაბინეტთან ახლოს იცხოვრებდა. თბილისის მერმა ძაღლს სახელი სოციალური ქსელის მეგობრების დახმარებით შეურჩია. ტიფანი თბილისი მთავრობის სხდომასაც ესწრებოდა.

იტვირთბა....