aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

რატომ და რამდენით გაძვირდა ხორცი: თურქებს რეგიონიდან პირუტყვი გაჰყავთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

საქონლისა და ღორის ხორცის ფასი იანვარში, შარშანდელთან შედარებით, 35%-ით გაძვირდა. ამის მიზეზი თურქების მხრიდან ქართულ ხორცზე გაზრდილი მოთხოვნაა. – სტატიას გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს.

„გარკვეული გავლენა ლარის დევალვაციამაც მოახდინა, რის გამოც პროდუქტის ფასმა ერთბაშად 1,50-2 ლარით მოიმატა. სამცხე-ჯავახეთში მდებარე სასაკლაოებში იმასაც ამბობენ, რომ ადგილობრივ სოფლებში ხალხს საქონელი აღარ შერჩა, რადგან თურქებს რეგიონიდან პირუტყვი მასობრივად გაჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ ხორცის გაძვირება კვლევებითაც დასტურდება. როგორც ცნობილია, იანვარში საქართველოში საცალო პროდუქტების ფასების ინდექსი გაიზარდა. თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა “აისეტის” მონაცემებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ფასების ზრდამ 10,1% შეადგინა.

კვლევის ავტორთა ინფორმაციით, ყველაზე მეტად სწორედ ღორის ხორცის ფასი გაიზარდა (35%-ით). ზუსტად ამდენია სხვაობა, რომელსაც მეწარმეები “რეზონანსთან” ასახელებენ. ოფიციალური სტატისტიკა რეალობას ამჯერადაც დაშორდა – “საქსტატის” მონაცემით, ხორცისა და ხორცპროდუქტების ქვეჯგუფზე ფასმა 2%-ით მოიმატა.

გაძვირებაზე საუბრობენ სასაკლაოებში, თუმცა თუ ერთ შემთხვევაში მიზეზი თურქეთში ექსპორტის ზრდაა, მეორე ვერსიით, ამ მხრივ გავლენა სავალუტო კურსმა მოახდინა.

გაძვირდა ხორცი. მიზეზი აქაც ანალოგიურია. იმის გამო, რომ ღორების რაოდენობა ქვეყანაში ცოტაა, ფასს მისი დეფიციტიც განაპირობებს. კომპლექსურად სხვადასხვა მიზეზია და ადგილზე ღორის ხორცი 8,50 ლარი ღირს, სარეალზიაციო ფასი 10 ლარია.

რაც შეეხება საქონლის ხორცს, ცოცხალი წონა 6 ლარი გახდა, ადრე როცა 4,50-5 ლარადაც შეიძლებოდა ყიდვა. უკვე დამზადებული ხორცი 10-11 ლარი ღირს. გაძვირება გამოიწვია ლარის გაუფასურებამ”, – აღნიშნავს იოსებ კოხტაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას.

„რეზონანსი“

იტვირთბა....