aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რამდენად საინტერესო იქნება თბილისში ველოსიპედების გაქირავების სერვისის დანერგვა” – კალაძე მოსახლეობას მიმართავს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ე.წ. ქარშერინგი, რომელიც ევროპის ბევრ ქალაქშია განვითარებული, საკმაოდ იაფი და კომფორტულია და მისი მომსახურებით თავადაც ხშირად სარგებლობს.

„ყველა განვითარებულ, თანამედროვე ქალაქში არის ე.წ. ქარშერინგი, სადაც ავტომობილის იჯარით აღებაა შესაძლებელი. ასევე, არის ველოსოპედების, ელექტროველოსიპედების გაქირავებაც. საკმაოდ საინტერესოა და ბევრი ადამიანი, მათ შორის, მეც ვსარგებლობ, როდესაც ევროპულ ქალაქებში ვიმყოფები. ეს სერვისი  კომფორტული და იაფია და მიმაჩნია, რომ ამ პროექტის განხორციელება თბილისისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით საინტერესოა ველოსიპედების მიმართულება. მაინტერესებს საზოგადოების აზრი, რამდენად საინტერესო იქნებოდა თბილისში ანალოგიური სერვისის დანერგვა. თუ კერძო სექტორი დაინტერესდება და ისინი განახორციელებენ ამ პროექტს, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ექნებათ“ – განაცხადა კახა კალაძემ.

Gepostet von Kakha Kaladze კახა კალაძე am Montag, 10. Dezember 2018

იტვირთბა....