aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროკურატურამ სარალიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ მოითხოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სადაც ზაზა სარალიძის საქმე დღეს განიხილებოდა, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიება არ მოითხოვა.

პროკურორის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრა.

მისივე თქმით, არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საფუძველი.

პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ზაზა სარალიძეს არ ედავებიან მხოლოდ, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის პოლიციელისთვის ჩარტყმას. მისი განცხადებით, სარალიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაშიც აგრძელებდა პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას.

შემდეგი სხდომა 14 დეკემბერს ჩაინიშნა.

იტვირთბა....