aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი: რუსეთი კლავს და აწამებს ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა რუსეთი ახდენს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას, წამებას, მკვლელობას და ოკუპაციის ხაზზე ხდება მავთულხლართების გადმოწევა.

ბახტაძემ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპელ პარტნიორებს თანამშრომლობისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იმისთვის, რომ ფინანსურ შეთანხმებებზე ხელმოწერის შესაძლებლობა მოგვეცა. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი პარტნიორობა ძალიან მყარია. გვინდა, კიდევ უფრო განვითარედეს ჩვენი ურთიერთობა და უფრო ფუნქციური დატვირთვა იქონიოს ამ ურთიერთობამ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა უსაფრთხოების საკითხები საქართველოში და მშვიდობიანი გადაჭრის საკითხები. თუმცა, ეს ყველაფერი მიმდინარეობს რუსეთის პროვოკაციის ფონზე, რომელიც ყოველდღურად ინტენსიური ხდება. ჩვენი მოლაპარაკებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, რუსეთი ახდენს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებას, წამებას, მკვლელობას და ოკუპაციის ხაზზე ხდება მავთულხლართების გადმოწევა. ამ ძალიან რთულ კონტექსტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა განცხადება. ყველა განცხადებას ვაფასებთ იმისათვის, რომ ევროკავშირმა გაამახვილოს ამაზე ყურადღება და იქონიოს რეაგირება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....