aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი: რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მაჩალიკაშვილების ოჯახს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მწუხარება გამოთქვა პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე.

მისი თქმით, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თუმცა სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა.

„რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს. მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში თავიანთი დამოკიდებულებით არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება. ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ ბზარის შეტანა შეუძლებელია. ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ქართულმა სპეცსამსახურებმა რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარეს და თითოეული სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ  ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ტერორიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

“მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის სწორედ ხელისუფლების ინტერესი, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელწიფო ინტერესებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთვრობის სხდომაზე.

იტვირთბა....