aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის შესახებ გამოძიება დაწყებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

კიევის შსს-მ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის უკანონო მინიჭებისა და ჩამორთმევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრას. ამის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ მიიღო.

გამოძიების მიზანია დადგინდეს მიხეილ სააკაშვილზე მოქალაქეობის გაცემა მოხდა არასწორად თუ ჩამორთმევა. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე რენატ კუზმინი აცხადებს, რომ სამართლებრივი ბრძანება უკვე გაცემულია.

„გუშინ პეჩერსკის სასამართლომ ჩემი საჩივარი გაითვალისწინა და დაავალა ეროვნულ პოლიციას ჩაატაროს გამოძიება სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის უკანონო მინიჭების და ჩამორთმევის ფაქტზე“, – დაწერა რენატ კუზმინმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

იტვირთბა....