aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პოროშენკო: “რუსეთი შესაძლოა, უკრაინის არჩევნებში ჩაერიოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთის მხრიდან უკრაინის არჩევნებში ჩარევის ალბათობა მაღალია. მან უკვე მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც რუსეთის მხრიდან მოსალოდენელი პროვოკაციების თავიდან აცილებაზე იმსჯელებენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, 2019 წელს, უკრაინაში დაგეგმილია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, პარალელურად ევროპაში ჩატარდება ევროპარლამენტის არჩევნებიც.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთიანი ფრონტით დავიცვათ ჩვენი მოქალაქებიის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევანი ჰიბრიდული საფრთხეებისგან“, – აცხადებს პოროშენკო.

უკრაინაში 2019 წლის მარტში პრეზიდენტის არჩევნებია დაგეგმილი, ხოლო 27 ოქტომბერს უმაღლესი რადას არჩევნები ჩატარდება.  ევროპარლამენტის არჩევნები კი 23-26 მაისს არის დანიშნული.

იტვირთბა....