aviabiletebi
ახალი ამბები

პოლიციამ კახეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის 6 ფაქტი გახსნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიციამ კახეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის 6 ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ზ. შ., ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს ქურდავდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ზ.შ.-მ, ასევე, აღიარა მიმდინარე წელს მის მიერ სიღნაღის რაიონში ჩადენილი 5 საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტები.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან, ნაქურდალი ნივთების ნაწილი, მათ შორის 2 სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....