aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარტიებმა წინასაარჩევნოდ ჯამში 16 861 130 ლარი დახარჯეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკურმა პარტიებმა 2 თვეში, კერძოდ 22 აგვისტოდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჯამურად 16 861 130 ლარი წინასაარჩევნოდ დახარჯეს. ეს რიცხვი აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე შუალედურ ანგარიშშია წარმოდგენილი.

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დიდი ხარჯი, 11 651 146 ლარი „ქართული ოცნება დემოკრატიულმა საქართველომ“ გაწია. 929 584 ლარი – „ევროპულმა საქართველომ“, ხოლო 735 090 ლარი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სხვა პარტიების ხარჯი შემდეგნაირად გამოიყურება:  „პატრიოტთა ალიანსის“ ხარჯი 797 022 ლარი იყო, „ახალი ქრისტიან დემოკრატების“ – 397,327 ლარი; „სახელმწიფო ხალხისთვის“ 336 893 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ – 246 891 ლარი, ხოლო „ზვიად გამსახურდიას გზა“ – 394 040 ლარი.

იტვირთბა....