aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი: “უნდა მომეთოკა თავი, არ მეკადრება ამ მდაბიო ხალხთან თავის გაყადრება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას პარლამენტში გუშინ მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თავი უნდა შეეკავებინა.

“ეს არ არის ჩემი სტილი და ჩემს თავს შემიძლია გაცილებით უკეთ ვუთხრა შენიშვნა. ალბათ, ის იყო ერთი მომენტი, რასაც ყოველთვის ვერიდებოდი და ხელიდან გამისხლტა. აი, ამ ადამიანების დონემდე დასვლა ჩემთვის არის შეურაცხყოფა. თორემ მათთვის ამ მდგომარეობაში ყოფნა ბუნებრივია. ჩემს თავს მე მოვთხოვ პასუხს. უბრალოდ, არ მეკადრება ამ უკადრის, მდაბიო ხალხთან თავის გაყადრება და ჯობდა ის ერთი წუთი, რომელიც ვერ მოვთოკე, მომეთოკა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში დეპუტატები ხორავას ქუჩის მკვლელობაზე შექმნლი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს სერგი კაპანაძეს უსმენდნენ. რა დროსაც უმრავლესობის წევრებსა და “ევროპული საქართველოს” დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

იტვირთბა....