aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაჩალიკაშვილის მისაღებად თანხმობა თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პანკისში რამდენიმე კვირის წინ  სპეცოპერაციისას დაჭრილი  თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად თანხმობა თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა. მაჩალიკაშვილის ოჯახის ინფორმაციით,  ერთი კლინიკა ოჯახმა მოიძია, ხოლო მეორესთან მოლაპარაკებას ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებდა.

ახლა ოჯახის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, სად გააგრძელებს დაჭრილი ახალგაზრდა მკურნალობას. ისინი ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებაზე თანხმობის პასუხს ელოდებიან.

„ჯანდაცვის სამინისტროსგან ცოტა ხნის წინ მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, რომ თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ გამოხატა მზადყოფნა იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი პაციენტის ტრანსპორტირება და იქ გაგრძელდეს მკურნალობა. ეს ინფორმაცია ჩვენ შემდეგ გავაცანით ოჯახის წევრებს და ველოდებით მათი მხრიდან დასტურს.

თურქულ კლინიკას ადგილის პრობლემა არ აქვს და მზად არის, რომ უახლოეს პერიოდში მიიღოს პაციენტი“, – განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა

პაციენტის მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა და მას ამ დღეების განმავლობაში გაუმჯობესება არ ეტყობა.

შეგახსენებთ, რომ  პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა, მათ შორის დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილია.

იტვირთბა....