aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ომეგა ჯგუფის საქმე იქცა კომედიად, რომელსაც მზად ვარ, მოთმინებით ვუყურო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე დაკითხვა საჭირო იქნება, ჩვენების მიცემაზე არანაირი პრობლემა არ არის.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თუ ჩვენების მიცემა საჭირო გახდება, მზად არის ამისთვის ლონდონშიც ჩავიდეს.

„გულწრფელად ვამბობ, ყველა სახის კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, ყველა დონეზე. საჭირო იქნება დაკითხვა? არანაირი პრობლემა არ მაქვს ჩვენების მიცემაზე. საჭირო იქნება ლონდონში ჩვენების მიცემა, ესეც არ არის პრობლემა. ვთქვი, რომ კარგა ხანია, არ ვარ ნამყოფი და ჩავალ. შემიძლია, ბომბეიშიც ჩავიდე. თუ სერიოზულად გინდათ, ელემენტარულად დასვით შეკითხვა, რა იურისდიქცია ვრცელდება და სად და ეს თემა დავხუროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ ჰკითხეს ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრაზე, რომელიც მაშინ გაიმართა, როცა გახარიას ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა ეკავა.

„მე იქ ვიყავი როგორც ბიზნესომბუდსმენი, ბიძინა ივანიშვილი იქ იყო როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი. ეს შეხვედრა შედგა ბიზნესცენტრში. რაც შეეხება შემდგომ საკითხს, ამოცანა და მიზანი ამ შეხვედრის გახლდათ ადგილობრივი წარმოების დახმარება და ის გაუბედურებული წარმოება, რომელიც მაშინ გახლდათ. არ მახსოვს ახლა რა ჰქვია იმ წარმოებას, ეს იყო იმ საუბრის ამოცანა, რომელსაც ვადასტურებ და ყოველთვის დავადასტურებ, ხოლო ყველაფერი, რაც შემდგომ მოხდა, ეს არის უბრალოდ ერთი მსახიობის თეატრი. ეს უკვე ღიმილის მომგვრელია. უკვე მრავალსერიიან კომედიად გადაიქცა ეს ყველაფერი და მზად ვარ, ამ კომედიას ვუყურო ბოლომდე, ასე მოთმინებით და ყველანაირი ემოციების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....