ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა

ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა. კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართა. კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.

ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოს წევრად „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა. 23 მარტს პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო. მას მხარი პარლამენტის მხოლოდ 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 40-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთ წევრად იზაბელა ოსიპოვა დაამტკიცა.

იტვირთბა....