aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა გვარამია: “ისხედით და ქექეთ ნაცარი თქვენი არსობისა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ სიტუაციას აფასებს:

“ნულოვანი ტოლერანტობა რომ არ მოწონდათ, გავიგე. მაგრამ ნულოვანი პასუხისმგებლობა რომ მოწონთ, ეგ ვეღარ. სხედან და გულგრილად უყურებენ ქვეყნის “საოცნებო” დეგრადაციას, ამასობაში

ქვეყანაში ისეთი სიღარიბეა, როგორც არასდროს;
კრიმინალმა წაგვლეკა;
ოკუპაციის ხაზი ლამის თბილისამდე მოვიდა და საოკუპაციო რეჟიმები საქართველოს ტერიტორიიდან ხალხს იტაცებენ და ხოცავენ და ცხედარსაც აღარ გვიბრუნებენ დასამარხად;
პოლიტიკურ დევნილებს თავშესაფრის მიცემის ნაცვლად ტომარაჩამოცმულებს იტაცებენ დედაქალაქის ქუჩებიდან;
წყალდიდობაზე უსუსური რეაქციის გამო ხალხი დაიღუპა და გმირთა მოედანზე ბეჰემოტის ფოტომ მსოფლიო მოიარა;
მეტროში ჭერი დაგვემხო;
გუდაურში საბაგირო ჩაწყდა;
ბორჯომში მატარებელი გადავარდა;
დაიწვა ყველა ბაზრობა და სავაჭრო ცენტრი;
ასწლოვანი ხეები მიწის მასივებიანად ამოიღეს, უკანა ეზოში გადარგეს, გზად ყველა ხე გაჩეხეს და ყველა გზა გადათხარეს;
დედაქალაქის ცენტრში ლარად მიწას იჩუქებენ და ისტორიულ უბანში მრავალსართულიან მეგალოფალოსებს აშენებენ მეგალომანიაკები;
ფაროსანამ დასავლეთ საქართველო შეჭამა და აღმოსავლეთისკენ მოიწევს…

ისხედით და ქექეთ ნაცარი თქვენი არსობისა”, – წერს გვარამია.

იტვირთბა....