aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, არაერთგზის, ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. 

საქმის მასალების თანახმად, წარსულში ნარკოდანაშაულისათვის მსჯავრდებულმა მ. ბ.-მ პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის პირობებში, 2017 წლის 29 ივნისს, ჩაიდინა ახალი დანაშაული, კერძოდ, ბრალდებულის პირადი და ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.1133 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, მომწვანო-მოყავისფრო ფერის, რბილი პლასტიკური მასა და 2,027447 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 6 ცალ, ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში მოთავსებული მოყვითალო-მოყავისფრო ფერის კრისტალური ნივთიერება და ელექტრო-სასწორის პირზე არსებული დანაშრევი ამოიღეს. (დანაშაული გათვალისწინებული სსსკ-ის 260 -6,ა).

საქმეში არსებული და სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ამასთანავე ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ქმედება.  სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო დანაშაულის რეციდივი, სასჯელის დანიშვნისას, გაითვალისწინა რომ ბრალდებულის წინა ნასამართლობა იყო მისი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება (არაერთგზისობა), ასევე სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებული აღიარება და ის ფაქტი, რომ აღნიშნული ქმედებისათვის კანონმდებლის მიერ განსაზღვრულია საკმაოდ მკაცრი სასჯელი. შესაბამისად, სასამართლომ მ. ბ.-ს, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი  8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამასთანავე,  სასჯელის დანიშვნისას, სასამართლომ ისარგებლა დისკრეციული უფლებამოსილებით და  ნაცვლად ნაწილობრივი ან სრულად შეკრებითობის პრინციპისა, გამოიყენა შთანთქმის პრინციპი, რომლის თანახმადაც,  2014 წლის 15 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი პირობითი მსჯავრი – 3 წელი, იმავე გამოსაცდელი ვადით, შთანთქა ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა”, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

იტვირთბა....