aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების კენჭისყრა დაწყებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების კენჭისყრა დაიწყო. კენჭისყრის დღეს ჩატარებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 10 მიემხრო. საბჭოს თავმჯდომარემ კენჭისყრის გადადება მოითხოვა, თუმცა მას მხოლოდ ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი.

როგორც ცნობილია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს.

დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაც მოხდა. საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა კოლეგები ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. ჯანეზაშვილის განცხადებით, საბჭოს შემადგენლობისთვის ცნობილი გახდა,თუ რა შეფასებები დაუწერა კეთილსინდისიერების ნაწილში უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს.

განცხადება გააკეთა პრეზიდენტის კვოტით დანიშნულმა საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმაც და აღნიშნა, რომ ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ შეურაცხყოფასა სხვა დროსაც არაერთხელ ჰქონია ადგილი.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების უვადო განწესებაზე დღეს 38 კანდიდატს უნდა უყაროს კენჭი. ამ პოზიცია მხოლოდ ის მოსამართლეები დაიკავებენ, რომლებიც საბჭოს 15 წევრიდან მინიმუმ ათის მხარდაჭერას მოიპოვებენ.

ფოტო: იმედინიუსი

იტვირთბა....