aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოკოვში პუტინის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. თავიდან ათასობით ადამიანი კემეროვოს ტრაგედიის შედეგად დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბა, თუმცა მიტინგი,  საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემას.

საბოლოო  მონაცემით, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათგან 41 ბავშვია.

გამოძიება ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვას ასახელებს. ასევე ცნობილია, რომ სავაჭრო ცენტრში არც ავარიული გასასვლელები და არც სახანძრო სიგნალიზაცია არ ფუნქციონირებდა.

დამწვარი სავაჭრო ცენტრი დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოინახულა და განაცხადა, რომ ტრაგედია დანაშაულებრივმა გულგრილობამ გამოიწვია.

იტვირთბა....