aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის პირს 2 წლით პატიმრობა შეუფარდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სისტემატიური ფსიქიკური ძალადობისთვის ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

“სასამართლოში  წარდგენილი  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ა. სისტემატურად, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობდა მეუღლის მ.მ.-ს მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ამცირებდა მას და აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 13 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლისკოდექსის 126-ე მუხლის პირველი  ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვაწევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და ორ ეპიზოდზე 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით  (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახისსხვა წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით)წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”- აცხადებენ პროკურატურაში.

 

იტვირთბა....