aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეტრომანი” უფასოდ: მერიის ინიციატივა 23-დან 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მოსახლეობა 23-დან 26 მაისის ჩათვლით, საქართველოს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილ “მეტრომანის” ბარათებს უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ მერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, “მეტრომანები” შეიქმნა სპეციალურად 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. კალაძემ განაცხადა, რომ ამ საკითზე მერიას კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული, სადაც რეზო მელიქიშვილმა გაიმარჯვა.

მან მთავრობის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ ახალი ვაგონები, რომელთა რეაბილიტაცია გუშინ დაამთავრეს, – 6 ერთეული ვაგონი ივლის საბურთალოს ხაზზე. მერის თქმით, აღნიშნული ვაგონები თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

 

 

იტვირთბა....