aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი: ქართული საზოგადოება რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში მოგებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში რუსული პროპაგანდის რეალური შედეგების მიღწევა და დადება ჯერჯერობით არ მომხდარა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  გორში, ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურისა და მედეგობის თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ამ ბრძოლაში განსაკუთრებული როლი მედიას ეკისრება.

მარგველაშვცილი ამბობს, რომ დამოუკიდებლობის პირველი დღიდან საქართველოს არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელიც არ იქნებოდა ქვეყნის ძირითადი ინტერესების სამსახურში და არ იქნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციის მომხრე.

“ვფიქრობ, რომ  თუ სადმე ეფექტური უნდა ყოფილიყო რუსული პროპაგანდა, ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში და იმ ქვეყანაში უნდა ყოფილიყო, რომელიც მოსკოვთან ყველაზე დაპირისპირებული იყო.  ქართული საზოგადოება, მათ შორის მედიის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, ამ პროპაგანდაში ჯერჯერობით მოგებულია”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....