aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

მამუკა ხაზარაძე: ჩინურმა კომპანიებმა საქართველო სტრატეგიულ გზად აღიარეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თიბისი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან ისაუბრა:

“ახლახანს დავბრუნდით მე და ჩემი კოლეგები ჩინეთიდან, სადაც მოლაპარაკებებს ვაწაროებდით ჩინეთის უმსხვილეს კომპანიებთან. გზავნილი არის შემდეგი – ბოლო თვეების განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ 20 წელია შავ ზღვაზე ჩინური დიდი კომპანიები მოღვაწეობენ, სულ რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდა საქართველოს სტრატეგიულ გზად აღიარება და ამ შემთხვევაში, ანაკლია საკმაოდ დიდი ინტერესის სფეროა. ეს იქნება ის ბოლო კარიბჭე, ბოლო საშუალება აზიისა და ევროპის დაკავშირებისა უმოკლესი გზის მეშვეობით”,-განაცხადა ხაზარაძემ.

2017 წლის 28-29 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეორე ფორუმი იმართება, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. ფორუმი საქართველოს მთავრობის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით ტარდება.

იტვირთბა....