aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მათიკაშვილი: “მომეცით უფლება ეჭვი შევიტანო მოქმედი პრეზიდენტის პერსპექტივაზე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს სხვა კანდიდატი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას ვერ გაუწევს.

“მომეცით უფლება, რომ ეჭვი შევიტანო მოქმედი პრეზიდენტის პერსპექტივაზე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ბევრი მიზეზი არსებობს ამისთვის. ოპოზიციას ერთიანი კანდიდატის მოძებნა ცოტა გაუჭირდება, მაგრამ თუ მაინც მოძებნიან, ვინც არ უნდა იყოს ის აუცილებლად წააგებს ბრძოლას “ქართული ოცნების” კანდიდატთან. სხვა კანდიდატი ვერ იქნება ტოლი და სწორი „ქართული ოცნების“ კანდიდატის”,- განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამ დროისთვის საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

იტვირთბა....