aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

ლუცენკო: სააკაშვილი საკუთარი ნებით წავიდეს საქართველოში, ან ჩვენ კანონის ძალით გავუშვებთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ, უკრაინულ გამოცემა “პიკის საათთან” ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. ლუცენკოს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა მიზეზით გათავისუფლდა სააკაშვილი სასამართლო პროცესიდან. უკრაინის პროკურორის განცხადებით, ის არ ეთანხმება მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას და სააპელაციო სასამართლოს მიმართავს:

“სააკაშვილს აქვს შანსი, საკუთარი ნებით წავიდეს საქართველოში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოდესის ყოფილი გუბერნატორის ექსტრადიცია კანონის ფარგლებში განხორციელდება”-განაცხადა ლუცენკომ.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, კიევის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.უკრაინის გენერალური პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს. პროკურატურას გასაჩივრებისთვის 5 დღე აქვს.

უკრაინის პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკითხვაზე 18 დეკემბერს დაიბარა.

იტვირთბა....