aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე ჯარიმა დააკისრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონულ სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს და  ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე  მოსამართლემ  ჯარიმის სახით 3400 გივნის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა, რაც 130 აშშ დოლარს უდრის.  მოსამართლე გადაწყვეტილებას დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო.

თავად სააკაშვილი სასამართლო პროცეს არ ესწრებოდა. ამის მიზეზად  მან მოსახლეობასთან შეხვედრები დაასახელა და თავად მოსამართლე, რომელიც განაჩენის გამოტანას პოროშენკოს დავალებით აპირებდა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი საპასპორტო კონტროლის გვერდით ავლით გადალახა, რაშიც მას მისი მხარდამჭერები დაეხმარნენ. ამ ფაქტს წინ უსწრებდა უკრაინის მხარის გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და ქვეყანაში არშეშვების შესახებ, რომელიც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა თავის მომხრეებთან ერთად საზღვართან გააპროტესტა.

იტვირთბა....