aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი: დანაშაული ერთი ადამიანის მიერ არაა ჩადენილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მეტრონომი” სასამართლო დარბაზიდან:

თბილისის  საქალაქო სასამართლოში, თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დანაშაული ერთი ადამიანის მიერ არაა ჩადენილი, ხოლო ამოღებული იარაღი კი მკვლელობაში გამოყენებული არ არის და შესაბამისად, გამოძიებამ სხვა იარაღი უნდა ეძებოს.

“მომდევნო სხდომისთვის სავარაუდოდ, ჩემ მიერ დანიშნული სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზებიც მოესწრება, რომლითაც უტყუარად დადგინდება ის, რომ 33 ჭრილობა დანით არაა მიყენებული, არის რამდენიმე იარაღი გამოყენებული გოგონას მკვლელობაში, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ დანაშაული ერთი ადამიანის მიერ არაა ჩადენილი და ლადო გრიგალაშვილის მიერ არაა ჩადენილი. ამოღებული დანა მკვლელობაში არაა გამოყენებული და შესაბამისად გამოძიებამ სხვა იარაღი უნდა ეძებოს.

დანის ზომები არ ემთხვევა ჭრილობების ზომებს. თავად ბრალდების მხარის მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ყველაზე ღრმა ჭრილიბა გოგონას სხეულზე მიყენებულია იმ სახის დანით, რომლის პირის ზომა არის 2.2 სმ. ნკვთმტკიცებად ამოღებული დანის პირის ზომა 3 სმ. აქედან გამომდინარე 3 სმ. დანით 2.2 სმ. ჭრილობებს ვერ მიაყენებ.

ჩემი აზრით საქმე გამოუძიებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდების მხარე არ დანიშნავდა კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას”- აღნიშნა ადვოკატმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე შუამდგომლობით წარდგა, რომ დაუშვას ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შეეხება გამოძიების მიერ ამოღებულ დანის გამოკვლევას. ასევე, პროკურორმა აღნიშნა, რომ საქმეზე დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რათა გაირკვეს, გარდაცვლილისთვის ჭრილობები საქმეში არსებული დანითაა მიყენებული  თუ – არა.

ბრალდების მხარის ამ ექსპერტიზების დანიშვნის გამო, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმე ბოლომდე არაა გამოძიებული და ჯერ არაა დადგენილი, რა იარაღით მიაყენეს გარდაცვლილ ანა ნაცვლიშვილს ჭრილობები.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, გამთენიისას, თემქაზე გოგო კორპუსის უკან, პატარა სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი იმავე დღეს დააკავეს.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....