aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კილაძე: პროკურორის პოსტზე კახი კახიშვილი კანდიდატურა შესაფერისი იქნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ფიქრობს, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე კახი კახიშვილის კანდიდატურა შესაფერისი იქნება, თუმცა კილაძე ამბობს, რომ მთავარი პროკურორის კონკრეტულ კანდიდატურაზე მსჯელობა ჯერ არ გამართულა.

“ეს ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვინც ყველასთვის მისაღები იქნება და რომლის მიმართაც კითხვები არ იქნება, რათა ეს პროცესები სწორად წავიდეს. კახი კახიშვილზე პირდაპირ საუბარი ჯერ არ ყოფილა, თუმცა ეს ადამიანი თავისი კვალფიკაციით, წარსულითა და მის მიერ გაკეთებული გატარებული რეფორმებით, რომელიც უპრეცედენტოა და დასავლეთთან თავს ვიწონებთ, მგონია, რომ შესაფერისი იქნება, მაგრამ ამ საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა”, – განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....