aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“საქმე არც “ჯემ ფესტის” და არც ჩემ წინააღმდეგ აღძრული არ არის”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში  მუსიკალური ფესტივალის “ჯემ ფესტის” ორგანიზატორის გიორგი სიგუას დაკითხვა მიმდინარეობს. მისი თქმით, საქმე არც მის და არც „ჯემ ფესტის“ წინააღმდეგ აღძრული არ არის  და გამოძიება ქონების დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.  სწორედ ამიტომ დაბრუნდა საქართველოში დროზე ადრე, რომ გაარკვიოს რას ედვება მას ფინანსთა სამინისტრო.

„როგორც ახლა ადვოკატთან ერთად გავარკვიე, საქმე არ არის აღძრული არც ჩემ და არც „ჯემ ფესტის“ წინააღმდეგ, არამედ აღძრულია რაღაც ფაქტზე, რომ ვიღაცას რაღაც ქონება დაუზიანდა, რაშიც ჩვენ არავინ გვადანაშაულებს. ცოტათი გაუგებარია ეს ყველაფერი, ამიტომაც მოვედი აქ და ჩამოვედი საქართველოში, რომ გავარკვიო, რატომ ამოიღეს სრული დოკუმენტაცია ჩვენი ოფისიდან, რატომ წაიღეს კომპიუტერები, რას ეძებენ და რისი პოვნა უნდათ“, – განაცხადა გიორგი სიგუამ.

რაც შეეხება ფინანსურ დარღვევებს, „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის კომპანიას არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუეჯტიდან არ მიუღია.

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული გადაერიცხათ პირდაპირ იმ არტისტებს, რომლებმაც დაუკრეს “ჯემ ფესტზე“, დანარჩენი ფული ჩვენ გადავიხადეთ. რა ფინანსურ დარღვევებზე შეიძლება იყოს საუბარი, წარმოდგენა არ მაქვს, ახლა შევალ და გავარკვევ“, – განაცხადა სიგუამ.

იტვირთბა....