aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: ” თერგის ბაზრობას ახალი სახურავი ექნება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი კახა კალაძე “თერგის” ბაზრობაზე მივიდა, სადაც ერთი კვირის წინ ხანძარი იყო, და მოვაჭრეებს შეხვდა. მერის თქმით, ბაზრობის სახურავი მოიხსნება და ახალი გაკეთდება. ამასთან კალაძემ დასძინა, რომ მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიაზე დაბრუნებას და საქმიანობის გაგრძელებას ისევ შეძლებენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„როგორც კი დასუფთავდება ტერიტორია, მაშინვე დაიწყება დაშლა, მესამე სართულზე რაც დაიწვა, სახურავი მთლიანად მოიხსნება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. უახლოეს მომავალში ადამიანებს, ვინც აქ წლების განმავლობაში მუშაობდა, სრულყოფილად მიეცემათ მუშაობის შესაძლებლობა. მანამდე მათ, ვისი საქონელიც ხანძარს გადაურჩა, სხვა შენობა-ნაგებობებში გადაიყვანენ და იქ განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, ხანძრის შედეგად დამწვარ საქონელთან დაკავშირებით ბაზრობის ადმინისტრაციასთან ინდივიდუალური განხილვები მიმდინარეობს.

„ვისაც დაეწვა საქონელი, ინდივიდუალურად ხდება ადმინისტრაციასთან მათი საკითხის გავლა. იქნება მაქსიმალური დახმარება, თუნდაც ბანკებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რომ მათი კრედიტები გადავადდეს და შევუმსუბუქოთ მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თერგის ბაზრობაზე ხანძარი 27 თებერვალს გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გამო დაახლოებით 5 000 კვ.მ ფართი დაიწვა.

იტვირთბა....