aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირმა ხეცურიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში ქართველმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

B კატეგორიაში ხმლით მოასპარეზეთა შორის მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებულმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია. მეოთხედფინალში მასპინძელ მარტა ნოჩენტის შეხვდა და მარტივად, 15-8 დაამარცხა.

ნახევარფინალი გაცილებით დაძაბული გამოდგა. უნგრელ ბოგლარკა მეზოსთან გამართული დაპირისპირება ხეცურიანმა 13-15 წააგო. ხვალ ევროპის ჩემპიონატზე რაპირაში A კატეგორიის შეხვედრები ჩატარდება, რომლებშიც მონაწილეობას ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი და მირანდა გიგაშვილი მიიღებენ. ხვალვე B კატეგირიაში რაპირით იასპარეზებს ირმა ხეცურიანიც.

იტვირთბა....