aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თქვენო უწმინდესობავ, თქვენ შთააგონებთ ადამიანებს წრფელი სიყვარულით უყვარდეთ სამშობლო და ერთმანეთი” – კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ქართველ ერს წილად ხვდა განსაკუთრებული პატივი, რომ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელად და სულიერ წინამძღოლად თქვენ მოევლინეთ და ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ქვეყანაში მძიმე დროება იდგა. თქვენ, აღსაყდრებიდან 41 წლის თავზე, ისევ ისე დაუღალავად, მამაშვილური სიყვარულითა და მზრუნველობით, იღწვით ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ. თქვენ მაგალითს გვაძლევთ ყველას და შთააგონებთ ადამიანებს, გახდნენ უკეთესები და წრფელი სიყვარულით უყვარდეთ სამშობლო და ერთმანეთი. დიდი მადლობა თქვენი სიყვარულისა და ზრუნვისთვის. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ ხანგრძლივ, ჯანმრთელ ცხოვრებას ჩვენი ხალხისა და საქართველოს საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა, ის 86 წლის გახდა.

იტვირთბა....