aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდის სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  ყაჩაღობაში  ბრალდებული ზ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 მარტს, ზ.ფ. მივიდა ქ.ზუგდიდში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“-ში და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“-ს კუთვნილ თანხას – 5055 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

2018 წლის 25 იანვარს ზ.ფ.-ს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად  5 წლით, 4 თვის და 15 დღით  თავისუფლების აღკვეთა   განუსაზღვრა”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

იტვირთბა....