aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდის მერთან ერთად მისმა პირველმა მოადგილემაც თანამდებობოა დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის უფროსმა, მაგდალინა თოდუამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გია გულორდავამ თანამდებობა დატოვა.

მისი თქმით, გულორდავას განცხადება კანცელარიაში უკვე გატარდა.

გუშინ საღამოს თანამდებობა დატოვა ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ლაშა გოგიას თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ უსაუბრია. ზუგდიდის ყოფილი მერის ამჟამად პრაღაში, სამუშაო მივლინებაში იმყოფება. პირველმა არხმა მასთან დაკავშირება სცადა, თუმცა გოგიას ტელეფონი გამორთული აქვს.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ლაშა გოგია რამდენიმე დღის წინ სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

იტვირთბა....